თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები (U-20) საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში სამხრეთ აფრიკის გუნდთან ანგარიშით 0:42 დამარცხდა.
აფრიკული გუნდის მორაგბეებმა ნორჩი ბორჯღალოსნების ჩათვლის ზონაში ექვსი წარმატებული ლელო დაამიწეს. თითო დუბლი მიითვალეს ჰენკო ვან ვაიკმა და ჯორჯ კრონჯმა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მარცხი ტურნირზე მესამე გახდა. პირველ მატჩში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები დამარცხდა არგენტინასთან (10:82), შემდეგ ურუგვაისთან (15:20).
ტურნირის რეგლამენტით, ჯგუფში პირველ ორ ადგილზე გასულ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვლინდება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ურუგვაის გუნდს მესამე ადგილისთვის შეერკინება. ეს შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2 და 9 ივლისს ისევ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - სამხრეთ აფრიკასთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს.