საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თელავში ნიდერლანდების გუნდი გაანადგურა

© photo: Georgian Rugby / FBრაგბი. საქართველო-ნიდერლანდები
რაგბი. საქართველო-ნიდერლანდები - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
ნიდერლანდებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ოფიციალური გამარჯვებული გახდა.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის თავის ბოლო მატჩში თელავში ნიდერლანდების გუნდი ანგარიშით 48:15 გაანადგურა და ტურნირზე გამარჯვება ოფიციალურად გაიფორმა.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მეტოქის ჩათვლის ზონაში რვა წარმატებული ლელო დაამიწეს. სამი ლელო დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა, დუბლი კი აკა ტაბუძაძემ გააფორმა. რვა ლელოს გარდა, მასპინძლებმა ზუსტად შეასრულეს ოთხი გარდასახვა - თედო აბჟანდაძემ (56) და გიორგი ბაბუნაშვილმა (62, 67, 71).

ნიდერლანდებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ოფიციალური გამარჯვებული გახდა. „ბორჯღალოსნებისთვის“ ეს ზედიზედ მეოთხე და მთლიანობაში მე-13 წარმატებაა ტურნირის ისტორიაში.

მცირე შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები საზაფხულო ტესტ-მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 2 და 9 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 17 ივლისს შოტლანდიის გუნდს უმასპინძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0