ურეკში პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 484563651მოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
დაბა ურეკში სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი 25 ივნისს დააკავეს. დაკავებულების ახლობლები ურეკში აქციებს აანონსებენ.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. გურიაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ცამეტივე ბრალდებულს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

დაბა ურეკში სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი 25 ივნისს დააკავეს.

13-ვე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება პროკურატურის მოთხოვნა იყო, ადვოკატები კი ყველა მათგანისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლე ია ბარამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში 13 პირი დააკავა

24 ივნისს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის (წვრილმანი ხულიგნობა) 1988 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულების სახით დააკავეს.

ადვოკატ გიორგი სურმანიძის განცხადებით, სასამართლომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდების მხარემ ვერაფერი წარმოადგინა. დაცვის მხარემ კი სრულად განმარტა, რის გამო არ უნდა მოხდეს ამ ახალგაზრდების პატიმრობაში დატოვება... მიგვაჩნია, რომ ეს არის კატეგორიულად მცდარი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას არამარტო ამ ახალგაზრდებზე, არამედ ამ რეგიონში არსებულ ვითარებაზე მძიმე შედეგი ექნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ურეკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ურეკში სასტუმროში ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია მოხდა

ადვოკატები სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ. დაკავებულთა ახლობლები კი ურეკში საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებენ. ისინი აცხადებენ, რომ ბრალდებულები ურეკში სასტუმროს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ და იქვე მდგომ პოლიციელებს მოუწოდებდნენ ჩართულიყვნენ ხანძროს ქრობის სამუშაოებში. სწორედ ამის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, ამტკიცებენ დაკავებულების ახლობლები.

შსს-ში სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და ამჟამად 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელი ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0