შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში 13 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ პირებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. გურიაში, დაბა ურეკში სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 24 ივნისს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის (წვრილმანი ხულიგნობა) 1988 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

ამის შემდეგ პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.

შსს-ში გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0