ურეკში 13 პირის დაკავება: ახლობლებმა ოზურგეთში ცენტრალური გზა გადაკეტეს

© photo: courtesy of Ozurgeti Municipality Boardურეკი-შეკვეთილის გზა
ურეკი-შეკვეთილის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
ბრალდებულთა ახლობლები აცხადებენ, რომ სასამართლოზე ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და მათთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლოა.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. გურიაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ახლობლებმა ოზურგეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

ადგილზე საკმაოდ დაძაბული ვითარებაა.

ახლახან დასრულდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხდომა, სადაც მიღებული გადაწყვეტილებით 13-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა.

24 ივნისს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის (წვრილმანი ხულიგნობა) 1988 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ. დაკავებულთა ახლობლები კი აცხადებენ, რომ ბრალდებულები ურეკში სასტუმროს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ და იქვე მდგომ პოლიციელებს მოუწოდებდნენ ჩართულიყვნენ ხანძროს ქრობის სამუშაოებში. სწორედ ამის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, ამტკიცებენ დაკავებულების ახლობლები. ისინი მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

პროკურატურა 13-ვე პირს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელი ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0