ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალი კრიმინალ ავტორიტეტს ვატო ყიფიანს წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
საქართველოში ყიფიანს 2019 წელს მომხდარი მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად - მაშინ მანქანა აუფეთქეს ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს, რომლებიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებით არიან ცნობილები.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. კრიმინალ ავტორიტეტს ვატო ყიფიანს თბილისში მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი წარედგინა, იუწყება „პირველი არხი“.

ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარასკევს ღამით დააკავეს. ის ჩამოფრინდა უკრაინიდან, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოაძევეს.

სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2020
შეკვეთილი მკვლელობის საქმე საქართველოში: დასახელდა პოტენციური მსხვერპლის ვინაობა

საქართველოში ყიფიანს 2019 წელს მომხდარი მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად. მაშინ მანქანა აუფეთქეს ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს, რომლებიც კრიმინალურ სამყაროში თავიანთი კავშირებით არიან ცნობილები.

მკვლელობის აღკვეთისა და ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ სუსმა 2020 წლის იანვარში განაცხადა. საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია. საქმეზე მსჯავრდებულია ექვსი ადამიანი, მაგრამ დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით გამოძიება აქამდე გრძელდებოდა.

სუსის მონაცემებით, ძმების მკვლელობის ორგანიზატორები იყო საქართველოს და უკრაინის კრიმინალური წრეების სამი წარმომადგენელი.  დანაშაული 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ უკრაინის მოქალაქეს უნდა ჩაედინა. ადგილზე უკრაინის მოქალაქემ ქართველი თანამზრახველებისგან იარაღისა და  ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის სახარჯო ფული მიიღო. პოტენციური „ქილერი“ ხარკოვში დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0