თბილისსა და საგარეჯოს ახალი გზა დააკავშირებს

© courtesy of Roads departmentგზის მშენებლობა
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
გზის საპროექტო სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ავსტრალიელმა და ამერიკელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
კალაძის დაპირება: თბილისში „საცობები" აღარ იქნება

დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც ინტენსიური ტრაფიკით გამოირჩევა, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება.

ტრასის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. გზის საპროექტო სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ავსტრალიელმა და ამერიკელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ტენდერი სამ ლოტზე გამოცხადდა.

საწყის ლოტზე (ვაზიანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოების ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურით წარიმართება და მასში მონაწილეობას ქართული კომპანიები დამოუკიდებლად შეძლებენ.

მომდევნო ორი ლოტის (ვაზიანი-საგარეჯოს და საგარეჯოს შემოვლითი გზის) მასშტაბურობიდან გამომდინარე, ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმდება FIDIC-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტი. თუმცა ქართულ კომპანიებს ამ ლოტებზეც ექნებათ მონაწილეობის საშუალება ერთობლივი საწარმოების სახით.

გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე: მინისტრის ანგარიში

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთის მიმართულებასთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის, როგორებიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, აღნიშნავენ უწყებაში. პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, აცხადებენ დეპარტამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0