„აჭარა ტექსტილში“ 20-მდე თანამშრომელი მოიწამლა: მიმდინარეობს გამოძიება

© photo: Sputnik / Miho Neimanსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების მოწამვლის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი,  25 ივნისი – Sputnik. ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა „ლაზიკამედში" გადაიყვანეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

კლინიკაში შეყვანისას ყველა მათგანს ღებინება, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.

სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია, რომელსაც დასაქმებულები საწარმოში ღებულობდნენ.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2018
ბათუმური Puma და Nike მსოფლიოს ცნობილ ფეხბურთელებს დაამშვენებს

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორის გია ლომინაძის თქმით, საწარმოში ზუსტი ანალიზის გაკეთება უჭირთ, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო თანამშრომელთა მოწამვლის მიზეზი.

„კომპანიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენი დასაქმებულების საკვებით უზრუნველყოფა. დაქირავებულ კომპანიასთან გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და გვაწვდის საკვებს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. დაველოდებით შესაბამისი სამსახურების დასკვნებს“, - განაცხადა ლომინაძემ.

„აჭარა ტექსტილში“ თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ფაბრიკაში იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ოთხ საწარმოს ბათუმში, ფოთსა და რუსთავში, სადაც 6 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. 

„აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, მათ შორის ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima.

ყველა ახალი ამბავი
0