ბათუმური Puma და Nike მსოფლიოს ცნობილ ფეხბურთელებს დაამშვენებს

© AFP 2024 / JORGE GUERREROფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 8 მონაწილე გუნდი საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობდა.

თბილისი, 22 თებერვალი —Sputnik. დღეს ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო ფაბრიკა იხსნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ საწარმოს ბათუმსა და ქობულეთში, ფოთის სამკერვალო ფაბრიკა კი მისი რიგით მესამე საწარმო იქნება.

ახალ სამკერვალო ფაბრიკაში ცნობილი ბრენდების Puma-ს, Nike-ის, New Balance-ის და Under Armour-ის სპორტული ტანსაცმელი შეიკერება. კერძოდ, საფეხბურთო მაისურები და შორტები. ფაბრიკა წელიწადში 10 მილიონ ცალ აღნიშნულ პროდუქციას დაამზადებს.

ZARA-ს მაღაზია - Sputnik საქართველო
წარწერა Мade in Georgia ZARA-ს და Massimo Dutti-ს ჯინსებზე გაჩნდება

საწარმოში პირველ ეტაპზე 1500 ადამიანი დასაქმდება, 2019 წელს ფაბრიკის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი დასაქმებულების რიცხვი 3000-მდე გაიზრდება.

საწარმოში 40 მილიონი ლარის თურქული ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ნაწარმოები პროდუქციის 100% ექსპორტზე გავა.

„აჭარა ტექსტილის“ პირველმა საწარმომ ფუნქციონირება 2009 წელს დაიწყო. დღეს საწარმო ცნობილი ბრენდებისთვის კერავს ტანსაცმელს, რომელიც Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის ექსპორტზე.

ყველა ახალი ამბავი
0