თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 2018 წელს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ZARA-ს, MANGO-ს, Massimo Dutti,-სა და Bershka-ს ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება.
საწარმოს ოზურგეთში თურქული კომპანია Baykanlar-ი აშენებს, რომელიც პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს.
„ეს იქნება საწარმო, რომელშიც ZARA-ს, MANGO-ს და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. ამ ეტაპზე ინვესტორმა თავისი ვალდებულებები შეასრულა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან გურიის რეგიონის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია ინვესტიციის მოცულობის 15 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება.
Baykanlar-ი 1998 წელს დაარსდა, რომელიც თანამშრომლობს მას-მარკეტის ყველაზე ცნობილ ბრენდებთან, მათ შორის, ZARA, MANGO, Bershka, Massimo Dutti და სხვებთან.