ყირიმში ინციდენტის შემდეგ Defender-ი საქართველოში შემოვიდა

© photo: British Embassy Tbilisi / FBყირიმში ინციდენტის შემდეგ Defender-ი საქართველოში შემოვიდა
ყირიმში ინციდენტის შემდეგ Defender-ი საქართველოში შემოვიდა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
მანამდე ბრიტანულ ესკადრონულ ნაღმმზიდს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.

თბილისი, 25 ივნისი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender საქართველოში, ბათუმის პორტში შემოვიდა, იუწყება დიდი ბრიტანეთის საელჩო.

„მოხარულები ვართ ბათუმში ვუმასპინძლოთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელს HMS Defender. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, − ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე ამ ხომალდს ინციდენტი შეემთხვა ყირიმის მახლობლად, ფიოლენტის კონცხთან. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 23 ივნისს ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას.

ბრიტანული ნაღმმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
„კურსი შეგნებულად შეირჩა“: BBC-ს თვითმხილველმა ჟურნალისტმა შავი ზღვის ინციდენტი აღწერა

აღნიშნულ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, უკვე 12:06 და 12:08 საათებზე რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო კიდევ ცხრა წუთის შემდეგ გამანადგურებელმა Су-24м ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე. ბრიტანულმა Defender-მა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლები 12:23 საათზე დატოვა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხომალდი მშვიდობიანად გადიოდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. გარდა ამისა, უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი შავ ზღვაში სასწავლო სროლებს ახორციელებდა, რის თაობაზეც წინასწარ გააფრთხილა „საზღვაო თანამეგობრობა“.

ბრიტანული ნაღმმზიდი „იორკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
საზღვრის დარღვევა: რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს

როგორც ნაღმმზიდის ბორტზე მყოფმა BBC-ს კორესპონდენტმა დაწერა, ბრიტანული ხომალდი განზრახ შევიდა იმ წყლებში, რომელსაც რუსეთი თავის ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს.

მოგვიანებით გაზეთი Telegraph-ი თავდაცვის უწყებაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრიტანული ესკადროული ნაღმმზიდის შავ ზღვაში გავლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდა მიეღო. თავად ჯონსონის თქმით, ხომალდის აღნიშნულ წყლებში გავლაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლას.

ყველა ახალი ამბავი
0