თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის ესკადრონულ ნაღმმზიდ HMS Defender-ის ბორტზე, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს შავ ზღვაში, ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ს კორესპონდენტი ჯონათან ბილი იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 23 ივნისს HMS Defender-ი მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას.
საზღვრის დარღვევა: რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს>>
აღნიშნულ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, უკვე 12:06 და 12:08 საათებზე რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო კიდევ ცხრა წუთის შემდეგ გამანადგურებელმა Су-24м ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე. ბრიტანულმა Defender-მა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლები 12:23 საათზე დატოვა.
„კურსი შეგნებულად იყო არჩეული. HMS Defender-ს ყირიმის სანაპიროდან 12 მილის (19 კმ) დაშორებით უნდა ჩაევლო. კაპიტანი მოითხოვდა, რომ ხომალდს მხოლოდ უსაფრთხო კურსით ევლო საერთაშორისოდ აღიარებული მარშრუტით. ბრიტანულ ნაღმმზიდს ორი რუსული სასაზღვრო ხომალდი აცილებდა, რომლებიც ცდილობდნენ აეძულებინათ ის – შეეცვალა კურსი“, − წერს ჯონათან ბილი.
მისი თქმით, რუსი სამხედროების გაფრთხილება, რომ ამ კურსის გაგრძელების შემთხვევაში ცეცხლს გაუხსნიდნენ Defender-ს, კარგად ისმოდა რადიოში, რის შემდეგაც უკვე ზალპების ხმა გაისმა მოშორებით.
როგორც ჯონათან ბილი წერს, ბრიტანულ ესკადრონულ ნაღმმზიდს რუსული გამანადგურებლებიც დასტრიალებდნენ თავს.
„ხომალდის კაპიტანმა ვინსენტ ოუენმა თქვა, რომ მან დაახლოებით ოცამდე თვითმფრინავი დათვალა“, − წერს ბილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდის მოქმედება შავ ზღვაში გაეროს კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა და მოუწოდა ბრიტანულ მხარეს, გამოიძიოს ინციდენტი.