საზღვრის დარღვევა: რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკშიბრიტანული ნაღმმზიდი „იორკი“
ბრიტანული ნაღმმზიდი „იორკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ რუსეთის სამხედრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ატაშე გამოიძახეს.

თბილისი, 23 ივნისი − Sputnik. რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა და ავიაციამ ერთობლივად შეაჩერეს საზღვრის დარღვევის ფაქტი ბრიტანეთის ესკადრონული ნაღმმზიდის Defender-ის მხრიდან ფიოლენტის კონცხთან, ყირიმის სიახლოვეს, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორც სამხედრო უწყებაში აცხადებენ, მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე ბრიტანული ხომალდი სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. აღნიშნულ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია.

შესაბამისად, უკვე 12:06 და 12:08 საათებზე რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო კიდევ ცხრა წუთის შემდეგ გამანადგურებელმა Су-24м ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანულმა Defender-მა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლები 12:23 საათზე დატოვა.

როგორც RT-ს პირდაპირი ვიდეოჩართვიდან ჩანს, ამ დროისათვის ყურეში სიმშვიდეა.

ინციდენტის შემდეგ რუსეთის სამხედრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ატაშე გამოიძახეს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული Defender-ი და ნიდერლანდური „ევერტონი“ შავ ზღვაში 14 ივნისს − აკვატორიაში ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდის შესვლიდან მეორე დღეს გამოჩნდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0