საქართველოში კანონდამრღვევებს კოვიდ–ჯარიმებს ჩამოაწერენ

© Facebook / Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სავალდებულო აღარ არის გარე სივრცეში პირბადის ტარება, 1 ივლისიდან კი „კომენდანტის საათიც“ უქმდება.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. მოსახლეობას იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერება – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამნისტია გამოაცხადა.

„დღეს პარლამენტს უკვე წარედგინა ორი კანონპროექტი, რომლებიც ეხება იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
რამდენი ხნით გაუქმდა კომენდანტის საათი საქართველოში

მთვრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.

„აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ პანდემიიდან გამოწვეული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღეთ... ჩვენ კარგად გვესმის, რომ ვირუსების მართვის დროს რეგულაციების დაცვა აუცილებელი იყო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების რთული ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება. აღნიშნული ინიციატივა სწორედ აქედან გამომდინარეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა. ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყო. ქვეყანაში სავალდებულო აღარ არის გარე სივრცეში პირბადის ტარება, 1 ივლისიდან უქმდება „კომენდანტის საათიც“.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0