რომის პაპი სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის გამო შეშფოთებულია

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრომის პაპმა ფრანცისკე
რომის პაპმა ფრანცისკე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
პონტიფიკოსმა გაიხსენა თავისი ვიზიტი სომხეთში 2016 წელს და ის, როგორ გაუშვა ცაში მტრედები ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-სთან ერთად როგორც „კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის სურვილის“ სიმბოლო.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკემ გამოთქვა სერიოზული აღშფოთება შეუჩერებელი კონფლიქტების გამო მსოფლიოში, მათ შორის პალესტინაში, სირიასა და კავკასიაში, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ხუთშაბათს ვატიკანში პონტიფიკოსმა მიმართა რელიგიური ორგანიზაცია ROACO-ს წევრებს, რომელიც აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიებს ეხმარება, და გაიხსენა თავისი ვიზიტი სომხეთში 2016 წელს და ის, როგორ გაუშვა ცაში მტრედები ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-სთან ერთად როგორც „კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის სურვილის“ სიმბოლო.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

„სამწუხაროდ, ამ რეგიონს ბოლო თვეებში კიდევ ერთი იარა დაეტყო. ამიტომაც მადლობელი ვარ თქვენი იმ ყურადღებისთვის, რომელიც თქვენ დაუთმეთ საქართველოს და სომხეთის რეალიებს, რათა კათოლიკური თემი მომავალშიც წარმოადგენდეს სახარებისეული ცხოვრების სიმბოლოსა და სტიმულს“, - აღნიშნა პონტიფიკოსმა.

რომის პაპმა ასევე მოუწოდა შეკრებილებს შეისმინონ „ყვირილი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ნაწილში იმის“, განსაკუთრებით იმ ეკლესიებიდან და ქვეყნებიდან, რომლებისთვის ისინი მუშაობენ.

„სირიის ყვირილი ყოველთვის არსებობს ღმერთის გულში, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ პოულობს გამოძახილს იმ ადამიანების გულებში, რომელთა ხელშიცაა ხალხების ბედი“, - აღნიშნა პონტიფიკოსმა.

საჩუქარი რომის პაპს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2016
რომის პაპს სომხეთში ერთმილიმეტრიანი პორტრეტი აჩუქეს

მან უწოდა „სკანდალი“ იმ ფაქტს, რომ სირიის კრიზისი უკვე ათი წელია გრძელდება, მან გამოიწვია მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და მილიონობით გადაადგილებული პირი წარმოშვა. მისი თქმით, ამ დროს ქვეყნის აღორძინებისთვის კვლავ არის ნაკლებადაა „გაბედული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ დატანჯული ერის საკეთილდღეოდ იქნებოდა მიმართული“.

 

ყველა ახალი ამბავი
0