რომის პაპს სომხეთში ერთმილიმეტრიანი პორტრეტი აჩუქეს

© Личная страница в Фейсбук Eduard Ter-Ghazaryanსაჩუქარი რომის პაპს
საჩუქარი რომის პაპს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომის პაპის მსოფლიოში ყველაზე პატარა პორტრეტის ავტორი ცნობილი მხატვრის, ედუარდ ტერ-კაზარიანის შვილიშვილია.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელიც სომხეთში იმყოფება ვიზიტით, საჩუქრად საკუთარი პორტრეტი მიიღო, რომლის ზომაც სულ ერთი მილიმეტრია, იუწყება Sputnik-სომხეთი.

საჩუქარი რომის პაპს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ გადასცა, რასაც ასევე ესწრებოდა ნამუშევრის ავტორი.

„ჩემი სამთვიანი მუშაობის ნაყოფი, როგორც იქნა, ადრესატამდე მივიდა. პაპ ფრანცისკის ყველაზე პატარა, ერთ მილიმეტრიანი პორტრეტი, რომელიც ქარვის ნატეხზეა შესრულებული, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ გადასცა პონტიფიკოსს. კათოლიკოსმა პაპთან მეც წარმადგინა… რომის პაპს გაეცინა, როდესაც ლუპის ქვეშ საკუთარი პორტრეტი იხილა და მადლობა გადაგვიხადა“, — დაწერა ტერ-კაზარიანმა საკუთარ ფბ-გვერდზე.

რომის პაპმა საჩუქარი ასევე მიიღო სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისგანაც. სომხეთის ლიდერმა ვატიკანის თავს წმიდა გრიგოლ ნარეკაცის ბრინჯაოს სტატუა უსახსოვრა.

ყველა ახალი ამბავი
0