გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა ნაწილი საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

© AP Photo / Matthias Schraderაეროპორტი გერმანიაში
აეროპორტი გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
დასაქმებულების ინფორმაციით, დამსაქმებელი მათ კონტრაქტით გათვალისწინებულზე ოთხჯერ ნაკლებ ანაზღაურებას უხდიდა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს 11 მოქალაქე საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებს, იუწყება „პირველი არხი“.

დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მათ ცხოვრება და მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები ახალ საცხოვრებელ პირობებში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, დასაქმებულთა ნაწილი დღეს უკან უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ PCR-ტესტის პასუხები დროულად ვერ მიიღეს, რის გამოც რეისზე არ დაუშვეს.

„საქართველოს 11 მოქალაქეს, რომლებიც გერმანიაში იმყოფებოდნენ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, დააგვიანდათ კიოლნი-სტამბოლის რეისზე, რითაც უნდა დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. მოქალაქეები მაშინვე დაუკავშირდნენ საკონსულო სამსახურს და აცნობეს აღნიშნული პრობლემის შესახებ“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო მუდმივ კავშირზეა საქართველოს მოქალაქეებთან და ყველა საშუალებით ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს მათ, რათა ისინი დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში.

გერმანიის აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები იმ ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით 10 ივნისს ჩავიდნენ, თუმცა მათი ინფორმაციით, ისინი ღირსების შემლახველ და არაადამიანურ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდნენ.

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
საელჩო: გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულ ქართველებს ახალ სამუშაოზე გადაიყვანენ

ამის გამო, 18 ივნისს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, ახალ საცხოვრებელში გადაიყვანეს. ჯგუფის წევრების განცხადებით, საცხოვრებელი პირობები მეორე დამსაქმებელთან დამაკმაყოფილებელი დახვდათ, თუმცა კვლავ პრობლემად დარჩა ანაზღაურების საკითხი.

დასაქმებულების ინფორმაციით, ახალი დამსაქმებელი საქართველოს მოქალაქეებს მოკრეფილი მარწყვის რაოდენობით უთვლიდა ანაზღაურებას და არა საათობრივად, როგორც ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. მათივე განცხადებით, შესრულებულ სამუშაოში დაპირებულზე 4-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ. ამის გამო, ჯგუფის 11-მა წევრმა საქართველოში დროზე ადრე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ", რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.

ყველა ახალი ამბავი
0