„მკაცრი დემარში“ – ბრიტანეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაშია დაბარებული

© Press service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, ბრიტანეთის ელჩი დღეს მივა სამინისტროში.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსეთში დებორა ბრონერტი დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდება, სადაც მას შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „მკაცრ დემარშს“ მოუწყობენ, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ Россия 24-თან ინტერვიუში.

„ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ ბრიტანეთის ელჩი დავიბარეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის დღეს მოვა და მას მკაცრ დემარშს მოვუწყობთ“, − აღნიშნა ზახაროვამ.

ამასთან, უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს შეხვედრა „ლონდონისთვის უსიამოვნო“ იქნება, და მან იქვე დაამატა, რომ ამიერიდან ყველა მსგავს ინციდენტს შესაბამისი ხისტი პასუხი გაეცემა.

ბრიტანული ნაღმმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
„კურსი შეგნებულად შეირჩა“: BBC-ს თვითმხილველმა ჟურნალისტმა შავი ზღვის ინციდენტი აღწერა

ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ლონდონმა რამდენჯერმე შეცვალა თავისი ვერსია მომხდართან დაკავშირებით, რათა რუსეთის საზღვრების დარღვევა რამენაირად აეხსნა.

„არსებობს ვიდეოკადრები, ფაქტობრივი მტკიცებულებები. და რაც ყველაზე გასაკვირია, არა მარტო ჩვენი, არამედ ბრიტანელი ჟურნალისტის მხრიდანაც“, − განაცხადა დიპლომატმა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 23 ივნისს ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender-ი მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. 

აღნიშნულ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, უკვე 12:06 და 12:08 საათებზე რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო კიდევ ცხრა წუთის შემდეგ გამანადგურებელმა Су-24м ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე. ბრიტანულმა Defender-მა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლები 12:23 საათზე დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0