საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კიდევ სამი ლიცენზია მოიპოვა

© AFP 2024 / PHILIP FONGტოკიო, ოლიმპიური თამაშები
ტოკიო, ოლიმპიური თამაშები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ქართველი მოცურავეები მარიამ იმნაძე და დავით აბესაძე თავისუფალი სტილით 100-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზებენ. ქართველ ოლიმპიელთა რიცხვს შეუერთდა ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ სამი ლიცენზია მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ოლიმპიური ქალაქი ტოკიოში თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ოლიმპიური ქალაქი ტოკიოში თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე – ვიდეო

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ მოცურავეები მარიამ იმნაძე და დავით აბესაძე (ორივე თავისუფალი სტილით 100-მეტრიან დისტანციაზე გამოვა) და საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

იმნაძისა და აბესაძისთვის ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში პირველი იქნება, ბასილაშვილისთვის – მეორე. 2016 წელს ქართველი ჩოგბურთელი რიო-დე-ჟანეიროში გამართულ თამაშებზე პირველივე შეხვედრაში ურუგვაელ პაბლო კუევასთან დამარცხდა სამ სეტში – 3:6, 7:6, 3:6.

ამ დროისათვის საქართველოს 22 ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული, ახლო მომავალში კი ლიცენზიანტთა რიგებს, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენელი დაემატოს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება ერთი წლით გადაიდო. იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0