ოლიმპიური ქალაქი ტოკიოში თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე – ვიდეო

გამოწერა
„ტოკიო-2020“-ის ორგანიზატორებმა პრესის წარმომადგენლებს თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ოლიმპიური ქალაქი წარმოუდგინეს. იხილეთ ვიდეოექსკურსია ჯერ კიდევ ცარიელ სპორტსმენების საცხოვრებელ ქალაქში.

ქალაქი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, აქ დაახლოებით 18 ათასი სპორტსმენი და პერსონალი იცხოვრებს.

ოლიმპიურ ქალაქში 23 მრავალსართულიანი სახლი აშენდა. იქ ასევე განთავსებულია ბანკი, სასადილოები, კაფეები, ფოსტა და უნივერსალური მაღაზია. ტერიტორიაზე ასევე არის კლინიკა და სპეციალიზებული ამბულატორიული ცენტრი.

სრული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯამში 430 მლნ ევროზე მეტი დაჯდა. ოლიმპიადის შემდეგ ქალაქი დასახლებული გახდება, ბინის ყიდვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ოლიმპიური ქალაქი 13 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება. მოსალოდნელია, რომ თამაშების მონაწილეები აქ სპორტული ღონისძიებების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ჩამოვლენ და წავლენ დასრულებიდან 2 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პარალიმპიელი სპორტსმენები იქ ორი დღით ადრე დასახლდებიან.

სპორტსმენები ოლიმპიადის პერიოდში ყოველდღიურად ჩაიტარებენ ტესტირებას და გადაადგილდებიან მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტით. გარდა ამისა, ოლიმპიელებს მოუწევთ მუდამ ეკეთოთ პირბადე, მოხსნის უფლება ექნებათ მხოლოდ სადილის დროს, ვარჯიშზე, შეჯიბრებისა და ძილის დროს.

2020 წლის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თამაშების გამართვის წინააღმდეგი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0