ქართველი რეჟისორის ფილმის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter სტატიას აქვეყნებს

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
The Hollywood Reporter ამერიკული ბეჭდვითი და ინტერნეტ ჟურნალია, რომელიც აშუქებს აშშ-ის კინოინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმ „მეოთხე ბრაიტონის“ შესახებ ამერიკული გამოცემა The Hollywood Reporter სტატიას აქვეყნებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შავი იუმორით გაჯერებული ოჯახური დრამა  ლევან კოღუაშვილის მესამე ნამუშევარია, რომლის ტრიუმფი „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე შედგა.

The Hollywood Reporter ხაზს უსვამს მთავარი როლის შემსრულებლის, ლევან თედიაშვილის შთამბეჭდავ, მშვიდ, ღირსეულ თამაშს.

„სამსახიობო გამოუცდელობის მიუხედავად, თედიაშვილი თავდაჯერებულად ასრულებს ასაკში შესული, ჭიდაობაში ყოფილ ჩემპიონ კახის როლს, ვინაიდან ის თავად არის ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში“, - ნათქვამია სტატიაში.

ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ქართველი რეჟისორის ფილმმა რობერტ დე ნიროს კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ლევან თედიაშვილს ამაღელვებელი შესრულების გარდა, ფილმს განსაკუთრებულს ხდის სიღრმისეულად გადმოცემული ატმოსფერო, არა მხოლოდ ავთენტური ადგილების და გარემოს ჩვენებით, არამედ ასევე მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი შემადგენლობით, რომელთა შორის არის ქართული სამსახიობო ოსტატობის ლეგენდა კახი კავსაძე, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა და რომლის ხსოვნასაც ეძღვნება ფილმი.

„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

კოღუაშვილის დრამის სიუჟეტის ცენტრშია ქართველი მამა-შვილის არცთუ მარტივი ურთიერთობები. ვაჟი აშშ-ში მიდის და მამას ეუბნება, რომ კარგად მოეწყო და სწავლობს. როდესაც მამა იეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, შვილთან ჩადის და ხედავს, რომ მისი ცხოვრების პირობები სულაც არ ჰგავს „ამერიკულ ოცნებას". ის მუშაობს მტვირთავად და გაჭირვებით ირჩენს თავს.

კინოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართება

ფილმში მამის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.

„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა.

რამდენიმე დღის წინ  „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე (Tribeca Film Festival) სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ნამუშევარმა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობის (ლევან თედიაშვილი) კატეგორიაში გაიმარჯვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0