ისრაელმა COVID-19-ის აფეთქების გამო შეზღუდვები გაამკაცრა

© AP Photo / Sebastian Scheinerიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ისრაელის ხელისუფლება კვლავ ამკაცრებს შეზღუდვებს კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო და კარანტინს აწესებს.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ისრაელში კოვიდ-შეზღუდვებს კვლავ ამკაცრებენ - აეროპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება, იუწყება РИА Новости ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის სხვადასხვა რაიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
ერთის გარდა: ისრაელმა ყველა COVID-შეზღუდვა მოხსნა

ახალი წესებით, 5000 შეკელით დაჯარიმდება 12 წლამდე ბავშვის მშობელი ან მეურვე, თუ არასრულწლოვანი მათთან ერთად ცხოვრობს და არღვევს იზოლაციას.

გარდა ამისა, ჯანდაცვის უწყება აწესებს პირბადეების გამოყენების ვალდებულებას სასაზღვრო პუნქტებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ადამიანები, რომელთაც აქვთ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა გადატანილი დაავადების შესახებ, გაიგზავნებიან კარანტინში, თუ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსის „დელტას“ შტამით ინფიცირებულთან.

ისრაელში 1 ივნისს თითქმის ყველა კოვიდ-შეზღუდვა მოიხსნა, კერძოდ, გაუქმდა დახურულ და ღია სივრცეში ადამიანების რაოდენობის მარეგულირებელი წესი, 15 ივნისიდან მოქალაქეებს შენობებში ნიღბების გარეშე მოძრაობის ნება დართეს.

სამშაბათს ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნაფთალი ბენეტმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან COVID-19-ის გამო და დასძინა, რომ ჯერჯერობით ეს იყო თხოვნა და არა მოთხოვნა.

ებრაული ცენტრი გილელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ღარიბაშვილმა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

ისრაელმა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები 2020 წლის მარტში ჩაკეტა, მიმდინარე წლის მაისში კი ქვეყანაში უცხოელი ტურისტების პირველი ნაკადი - 12 ქრისტიანი მომლოცველი ჩავიდა. 2021 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტი სრულად ჩაიკეტა, მათ შორის, სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისთვის.

ისრაელში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია გასული წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო. 10 იანვრიდან აცრილებმა მეორე დოზის მიღება დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0