ღარიბაშვილმა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

© Sputnik / Levan Avlabreliებრაული ცენტრი გილელი
ებრაული ცენტრი გილელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას შემდგომი განვითარებისა და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გაღრმავებისთვის, დაწერა საქართველოს პრემიერმა.

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

კვირას ისრაელის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით კოალიციური მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის მეთაური გახდა პარტია „იამინის“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი.

სალომე ზურაბიშვილი და ისააკ ჰერცოგი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

„ვულოცავ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს და ვუსურვებ მას წარმატებას! საქართველოსა და ისრაელს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობის 26 საუკუნე და საერთო კულტურული მემკვიდრეობა. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას თქვენთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ისრაელს 26 საუკუნოვანი მეგობრობა და საერთო კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებს.

უახლოეს ორ წელიწადში მინისტრთა კაბინეტს 49 წლის ბენეტი უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც, კოალიციური შეთანხმების თანახმად, მას პარტია „ეშ ატიდის“ ლიდერი აირ ლაპიდი შეცვლის.

ბენეტმა თანამდებობაზე 12-წლიანი მმართველობის შემდეგ პარტია „ლიკუდის“ ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა. 

ყველა ახალი ამბავი
0