თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი უძლიერესი სპორტსმენების განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) ერთბაშად ხუთი პოზიციით დაქვეითდა. რეიტინგი იაპონიის სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა.
ახალ რეიტინგში ტოჩინოშინს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს კი იმის შედეგია, რომ გაზაფხულის ნაცუ ბაშო გორგაძემ უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ხუთი გამარჯვება და 10 წაგება.
მომდევნო ტურნირი იმპერატორის თასზე ნაგოიაში 4–18 ივლისს გაიმართება.
33 წლის გორგაძე პროფესიონალი სუმოისტია 2006 წლიდან. უმაღლეს დივიზიონში (მაკუუჩი) ტოჩინოშინი 2008 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდში ქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასზე გამართულ 91 ტურნირში მიიღო მონაწილეობა, აქედან ერთის გამარჯვებული გახდა (2018 წლის იანვარში). ამ წარმატების შემდეგ შვიდ ბაშოზე ტოჩინოშინი ოძეკის რანგში ასპარეზობდა.