ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა

© AFP 2024 / JIJI PRESSლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
გორგაძის უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდება.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ქართველი სპორტსმენის ანგარიშზეა ხუთი მოგები და 10 წაგება.

ტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მაეგაშირა კაისეიუსთან დამარცხდა.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ტოჩინოშინის დაგვიანებული გამარჯვება – ქართველმა სუმოისტმა მეოთხედ მოიგო

ამჟამინდელი ნაცუ ბაშო ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში დაიწყო. გორგაძის უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების განახლებულ რეიტინგში, რომელიც 21 ივნისს გამოქვეყნდება, მისი პოზიციები მნიშვნელოვნად გაუარესდება.

იმპერატორის თასის გამარჯვებულია ოძეკი ტერუნოფუძი, რომელმაც დამატებით სუპერფინალში ოძეკი ტაკაკეისიო დაამარცხა და ჯილდო თავის კარიერაში მეოთხედ მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0