ტოჩინოშინის დაგვიანებული გამარჯვება – ქართველმა სუმოისტმა მეოთხედ მოიგო

© photo: AFP 2020 / ZELLER FRANKლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ლევან გორგაძემ სუპერტურნირის მე-12 დღეს მონღოლი მოწინააღმდეგე ჰოშორიუ დაამარცხა. გამარჯვების მიუხედავად, ქართველი სუმოისტი წოდებაში დაქვეითდება.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მეოთხედ გაიმარჯვა.

მაისის ბაშოს მე-12 დღეს 33 წლის ლევან გორგაძემ აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა ჰოშორიუ იორიტაოშის ილეთით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა მონღოლი მეტოქე დოჰიოს მიღმა გადააგდო, რის შედეგადაც ჰოშორიუმ ტრავმა მიიღო.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა - ქართველი სუმოისტი წოდებაში დაქვეითდება

ტოჩინოშინისთვის აღნიშნულ გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ქართველს მიმდინარე ბაშოზე უკვე რვა მარცხი დაუგროვდა და მისთვის წოდებაში დაქვეითება გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, ქართველი სუმოისტი ყველა დარჩენილ შეხვედრაში გამარჯვებას შეეცდება, რათა ჩამოქვეითება მინიმალური იყოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტობიძარუ იქნება. ქართველი სეკიტორი 29 წლის იაპონელს კარიერაში ერთხელ შეხვდა და მაშინ დამარცხდა.

ყველა ახალი ამბავი
0