თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
ცესკოს მონაცემებით, 2.008 საარჩევნო უბანზე 1.281.911 ბიულეტენის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% (687.251) მიიღო, სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ კი ხმების 21,04% (268.165). სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკმა „პატივი მაქვს“ მიიღო ხმების 5,23% (66.633), პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ – 3,96% (50.416), ხოლო პარტიამ „რესპუბლიკა" - 3,04% .
20 ივნისს სომხეთში არჩევნები 2.008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.