ვინ ლიდერობს სომხეთში არჩევნებზე - გამოკითხვის მონაცემები

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanარჩევნები სომხეთში
არჩევნები სომხეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
გამოკითხვები ხშირად ანგაჟირებულია, ამიტომ РИА Новости-ს სოციალური კვლევების მოსკოვის განყოფილების ძალებით საკუთარი გამოკითხვა ჩატარდა.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ და პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებში ფავორიტებად მიიჩნევიან, ამას მოწმობს სატელეფონო გამოკითხვის მონაცემები, რომელიც РИА Новости-ს სოციოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 6–14 ივნისს. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 992-მა რესპონდენტმა. სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3.2%-ს.

არჩევნები სომხეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შეწყდა

კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა ფავორიტია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის გარშემო შექმნილი ბლოკი „სომხეთი" - მას მხარს უჭერს 32%. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 24% მზად არის ხმა მისცეს ფაშინიანის პარტიას „სამოქალაქო შეთანხმება“.

პარტია „აყვავებული სომხეთი" იღებს 4%-ს, ბლოკი „მაქვს პატივი" და პარტია „ნათელი სომხეთი" თითო 2%-ს. გამოკითხულთა 10%-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე არ წავა, გაუჭირდათ პასუხის გაცემა ასევე გამოკითხულთა 10%-ს. დანარჩენმა 16%-მა კენჭისყრის საკუთარი ვარიანტი დაასახელა.

კვირას სომხეთში არჩევნები 2008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქეა რეგისტრირებული.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ს შეადგენს, ალიანსებისთვის - 7%-ს. აქტივობის ზღვარი დაწესებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0