სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გაცემა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ახალგაზრდებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით შეუძლიათ.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დღეიდან, 21 ივნისიდან დაიწყო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდება: რა რეგულაციები იმოქმედებს ეროვნულ გამოცდებზე

სააგენტოს ინფორმაციით, აბიტურიენტებმა სასკოლო ატესტატის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მეათე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი მათ შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ (მე-5 სამუშაო დღეს – 20 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს – 30 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს – 40 ლარი, 1 სამუშაო დღეში – 50 ლარი).

„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ასლის ფორმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე. 

აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

რაც შეეხება ელექტრონულ ატესტატს, ის არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ სკოლადამთავრებული შეძლებს ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადაგზავნოს საჭიროებისამებრ.

ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.

იმ შემთხვევაში კი, თუ პირი ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0