ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილმა, კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა სასექსის ჰერცოგინია მეგანი დაადანაშაულა „მისი ძმის გატაცებაში“. ამის შესახებ ბრიტანელი ისტორიკოსი და ბიოგრაფი რობერტ ლეისი წერს ახალ წიგნში „ძმების ბრძოლა: უილიამი და ჰარი - მეგობრობა და მტრობა“, რომლის ამონარიდიც მოჰყავს The Sun-ს.
ლეისის თქმით, პრინცი უილიამი დარწმუნებულია, რომ მეგან მარკლი ფარულ გეგმას მისდევს, რომლის თანახმად, მას სურს მისი ძმის, პრინცი ჰარის ოჯახიდან „გატაცება“ და ნათესავების წინააღმდეგ მიმართვა. გარდა ამისა, კემბრიჯის ჰერცოგმა იგი დაადანაშაულა „მონარქიის ზოგიერთი ძვირფასი პრინციპის დარღვევაში“.
ლეისმა ასევე აღნიშნა, რომ უილიამი თავს ნაწყენად და ღალატის მსხვერპლად გრძნობს, ხოლო მის მეუღლეს კეიტ მიდლტონს „თავიდანვე ეშინოდა მარკლის“. ამის შესახებ მან მაშინ შეიტყო, როდესაც პრინცმა ჰარიმ შეურაცხყოფა მიაყენა ძმას და შეწყვიტა მის ზარებზე პასუხის გაცემა.
კენსინგტონის სასახლემ მწერლის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ივნისის დასაწყისში სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს დაწესებულების ყველაზე პატივცემული წევრების გამოკითხვაში. გამოკითხვის შედეგების თანახმად, აღმოჩნდა, რომ დედოფალი ელისაბედ II უდიდესი პატივისცემით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის, მან ხმების 25 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე იყო პრინცი ჰარი 22 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა, რომელსაც რესპონდენტთა 21 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.