და მაინც რა ვიცით მის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის გრეის კელის შემდეგ მეორე მსახიობია, რომელიც ცოლად პრინცს გაჰყვა? როგორც აღმოჩნდა, მეგანს ჰარის გული მხოლოდ სილამაზით არ მოუგია და მისი გარეგნობის მიღმა საკმაოდ მრავალფეროვანი პიროვნება იმალება.
გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მეგან მარკლის უკეთ გასაცნობად:
1. მეგანი მისი სრული სახელი არ არის
სინამდვილეში მას, რეიჩელ მეგან მარკლი ჰქვია. ალბათ, დამთხვევაა ის ფაქტი, რომ მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი „ფორს მაჟორიდან“ სწორედ რეიჩელად იწოდება.
2. მისი კარიერა სატელევიზიო შოუში მოდელობით დაიწყო
მანამ სანამ, როლს „ფორს მაჟორში“ მიიღებდა, მეგანი ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო შოუში მოდელად მუშაობდა და „საიდუმლო ჩემოდნების” ხელში ჭერა ევალებოდა.
3. მეგანს გამორჩეულად ლამაზი კალიგრაფია აქვს
როგორც აღმოჩნდა, კარიერის საწყის ეტაპზე, დამატებით შემოსავალს სწორედ ამ ტალანტით იღებდა.
4. ის 7 წლიდან გატაცებულია იოგით
ულამაზეს სხეულს მსახიობი გენეტიკასთან ერთად ვარჯიშსა და დედას უნდა უმადლოდეს. სწორედ მან შეიყვანა 7 წლის მეგანი თავისთან ერთად იოგას წრეზე.
5. მეგანი საერთაშორისო ელჩი იყო
ის რუანდელ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარებოდა. როგორც ცნობილია, ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მოხალისეობრივი საქმიანობების სიიდან, რომლებითაც მეგანი იყო დაკავებული. ბოლოს და ბოლოს, პრინცი ჰარიც ხომ საქველმოქმედო სადილზე გაიცნო.
6. ელენ დეჯენერესმა მეგანი დაარწმუნა, რომ თავშესაფარიდან ძაღლები აეყვანა
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი ერთმანეთს არ იცნობდნენ, ელენმა დაჟინებით მოითხოვა, რომ მას ლაბრადორისა და მეცხვარის ნაჯვარი ლეკვი აეყვანა, როდესაც ისინი ერთმანეთს უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში შემთხვევით შეხვდნენ. ასე გახდა მეგანი ბოგარტის პატრონი.
7. სერენა უილიამსი მისი საუკეთესო მეგობარია
მათი მეგობრობა ასევე საქველმოქმედო ღონისძიებიდან დაიწყო. მეგანი ჩოგბურთელს საკუთარ მესაიდუმლედ მოიხსენიებს.
8. მეგანი წარსულში ბლოგერი იყო
ის სამი წლის განმავლობაში აწარმოებდა ბლოგს, სადაც მკითხველს რეცეპტებს, DIY ინსტრუქციებსა და სხვა საჭირო რჩევებს უზიარებდა. მეგანმა ვებსაიტი 2017 წელს გააუქმა.
9. მან საკუთარი ძალები მოდის ინდუსტრიაშიც მოსინჯა
2016 წელს მეგანი კანადურ კომპანიასთან თანამშრომლობდა და მათთან ერთად შექმნა კოლექცია, რომელიც მაღალ მოდასა და ყოველდღიურ სტილს აერთიანებდა.
10. 2016 წელს ის ყველაზე ხშირად „დაგუგლული” მსახიობი იყო
სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა ხმები მეგანისა და პრინცის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რამაც მსახიობის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა და გუგლის საძიებო სისტემაში ისეთ ვარსკვლავებსაც კი გადაუსწრო, როგორებიც ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ლოურენსი არიან.