პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის დეპუტატი გახდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს პარლამენტის დეპუტატები
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
პარლამენტში დიდი დაგვიანებით შესული ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებსა და დელეგაციებში თავისი კვოტების შევსებას იწყებს.

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. პაატა მანჯგალაძე ოპოზიციური კვოტით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ოპოზიციას საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მეტი ადგილი ექნება

აღნიშნულ პოზიციაზე ოპოზიციიდან წარდგენილი იყო ორი კანდიდატურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ფრაქციიდან ნიკა მაჭუტაძის და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციიდან პაატა მანჯგალაძის.

მაჭუტაძემ თავისი კანდიდატურა მანჯგალაძის სასარგებლოდ მოხსნა. შედეგად კომიტეტმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

მანჯგალაძე პარლამენტში კენჭს იყრიდა ბლოკის „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო სიით.

 

ყველა ახალი ამბავი
0