„არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“: პეტიციას 50 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი

© AFP / SAJJAD HUSSAINჯეფ ბეზოსი
ჯეფ ბეზოსი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ჯეფ ბეზოსი თავის ძმასთან და კიდევ ერთ ტურისტთან ერთად, რომელმაც ამის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, კოსმოსში 20 ივლისს გაფრინდება.

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. პეტიციას, რომელიც მოუწოდებს, არ დაუშვან ინტერნეტ-მაღაზია amazon.com-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კოსმოსიდან დაბრუნება, უკვე 50 ათასამდე კაცმა მოაწერა ხელი, იუწყება გამოცემა Insider.

Forbes-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
ყველაზე გულუხვი მილიარდერები: Forbes-მა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

აღსანიშნავია, რომ ბეზოსი, რომელიც ასევე არის კოსმოსური კვლევების კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, 20 ივლისს გაფრინდება ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად კოსმოსში რაკეტა New Shepard-ით. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გაავრცელა.

ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ ინტერნეტში ორი პეტიცია გაჩნდა, რომელთა ავტორებიც მილიარდერის დედამიწაზე დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან და მისთვის ამ უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ. სულ რაღაც ათიოდე დღეში ორივე პეტიციას ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

საიტ change.org-ზე გამოქვეყნებულ ერთ პეტიციას „არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“ ამ დროისათვის 38 ათასი კაცი ეთანხმება.

„მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ... არც დედამიწაზე და არც კოსმოსში. მაგრამ თუ მათ [კოსმოსში გაფრენა] გადაწყვიტეს, მაშინ იქ უნდა დარჩნენ“, − ნათქვამია მასში.

ამასთან ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ „დედამიწას არ ესაჭიროება ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ჯეფ ბეზოსი, ბილ გეიტსი, ილონ მასკი „და სხვა მათი მსგავსი მილიარდერები“.

ჯეფ ბეზოსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2020
შეუსაბამო ქველმოქმედება: მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს მცირე თანხის გაღებისთვის აკრიტიკებენ

მეორე პეტიციას „ჯეფ ბეზოსის დედამიწაზე მეორედ მოსვლის დაუშვებლობის“ მოწოდებით, უკვე თითქმის 20 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა იზრდება.

როგორც პეტიციის ინიციატორები აღნიშნავენ, ბეზოსი „ბოროტი მეფეა, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის... კაცობრიობის ბედი ჩვენს ხელთაა“.

გავრცელებული ცნობით, ჯეფ და მარკ ბეზოსები და ასევე Blue Origin-ის აუქციონის გამარჯვებული, რომელმაც კოსმოსში ტურიზმის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, 11 წუთს იფრენენ კოსმოსში. მათ გუმბათის ფორმის კაფსულაში მოათავსებენ, რომელიც რაკეტმზიდის ზედა ნაწილში იქნება დამონტაჟებული.

როდესაც რაკეტა New Shepard დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ სიმაღლეს მიაღწევს, კაფსულა რაკეტმზიდს მოსცილდება, ატმოსფეროში შემოვა და დედამიწაზე პარაშუტებით დაეშვება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური