თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

© AP Photo / Andy Wongაშშ-სა და ჩინეთის დროშები
აშშ-სა და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა აშშ-ის ძალისხმევის ძირითადი ნაწილია, რათა პეკინი მკაცრი არჩევანის წინაშე დადგეს.

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ უარს იტყვის კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების საკითხში თანამშრომლობაზე, განაცხადა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„დიპლომატიური მოსამზადებელი სამუშაო − მსოფლიო ხალხების გაერთიანება, ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა − ეს არის ჩვენი ძალისხმევის ძირითადი ნაწილი, რათა საბოლოოდ ჩინეთი მკაცრი არჩევანის წინაშე დავაყენოთ: ისინი ან პასუხისმგებლიანად მოიქცევიან და გამომძიებლებს რეალური სამუშაოს ჩატარებისა და იმის გარკვევის უფლებას მისცემენ, თუ საიდან გაჩნდა [კორონავირუსი], ან ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციას შეეჯახებიან“, − აღნიშნა სალივანმა.

ამასთან პრეზიდენტის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ გამოძიების დროს მხოლოდ ჩინეთის მონაცემებს კი არ დაეყრდნობა, არამედ დაზვერვის და სხვა მონაცემებსაც გააანალიზებს, რათა დადგინდეს, როგორ წარმოიშვა და გავრცელდა კორონავირუსი მთელ მსოფლიოში.

ანალიზი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
რა წერია ანკეტებში? აშშ ჩინეთს პანდემიამდე დაავადებულთა ჩანაწერების გამოქვეყნებას სთხოვს

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამაში ვაშინგტონს ბრიტანული დაზვერვაც ეთანხმება და აცხადებს, რომ SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გამოღწევა გამორიცხული არ არის. როგორც ბრიტანელი პროფესორი ანგუს დალგლიში და ნორვეგიელი ვირუსოლოგი ბირგერ სორენსენი წერდნენ, მათ კორონავირუსული ინფექციის ხელოვნური წარმოშობის თაობაზე მტკიცებულებები აქვთ.

აღნიშნული ინფორმაციების პასუხად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ COVID-19-ის წარმოშობას მეცნიერები უნდა იკვლევდნენ და არა სპეცსამსახურები.

მეცნიერები ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
Daily Mail: მეცნიერებმა COVID-19-ის ხელოვნური წარმოშობის შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში ჯანმომ გამოაქვეყნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, რომლებიც უჰანში იმყოფებოდნენ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. ექსპერტებმა მაშინ COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობა „უკიდურესად ნაკლებსარწმუნოდ“ შეაფასეს.

შეერთებულმა შტატებმა და კიდევ 13-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების მიმართ ეჭვებია გამოთქმული და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად აუცილებელია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“ გამოძიების ჩატარება.

ყველა ახალი ამბავი
0