თბილისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა - აქცია ბოტანიკურ ბაღში: ვიდეო

გამოწერა
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის მარში გაიმართა. ნახეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეოში, როგორ მიმდინარეობდა აქცია.

მარშში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. აქციას საქართელოში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საბინე მაჰლიმ და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მიმართეს სიტყვით.

ლტოლვილები  - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
რეკორდული მაჩვენებელი: მსოფლიოს 82 მილიონზე მეტი ლტოლვილი ჰყავს

კუჭავას თქმით, ეს დღე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყანას იძულებით გადაადგილებული ბევრი ადამიანი ჰყავს.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააარსა.

ყოველი წლის 20 ივნისს გაერო, ორგანიზაციის ლტოლვილთა საკითხების სააგენტო და ასევე სამოქალაქო საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა მსოფლიო ყურადღება მიაპყრონ მილიონობით ლტოლვილის პრობლემებს, რომლებიც ომების, კონფლიქტებისა და დევნის გამო გახდნენ იძულებული, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები.

ყველა ახალი ამბავი
0