რეკორდული მაჩვენებელი: მსოფლიოს 82 მილიონზე მეტი ლტოლვილი ჰყავს

© AP Photo / Javier Fergoლტოლვილები
ლტოლვილები  - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
გაეროს ინფორმაციით, მიუხედავად პანდემიური შეზღუდვებისა, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იძულებული არიან, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო საკუთარი სახლები მიატოვონ, მთელ მსოფლიოში 82,4 მილიონამდე გაიზარდა, იუწყება Deutsche Welle გაეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების უმაღლესი კომისრის სამმართველოზე (UNHCR) დაყრდნობით.

პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ჩინეთში პატიმრებს, შესაძლოა, იძულებით უღებდნენ ორგანოებს: გაეროს 12 ექსპერტის დასკვნა

​არსებული ცნობით, ეს ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ათი წლის წინ და ამასთან ახალი მაქსიმალური მაჩვენებელია სტატისტიკის წარმოების დღიდან.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეზღუდული იყო, 2020 წელს ლტოლვილთა რაოდენობა თითქმის სამი მილიონით გაიზარდა. გასული წლის ბოლოსთვის UNHCR-ის მანდატით ლტოლვილების რიცხვი 20,7 მილიონ კაცს შეადგენდა, 5,7 მილიონი იყო პალესტინიდან, ხოლო 3,9 მილიონი – ვენესუელიდან ლტოლვილი. კიდევ 48 მილიონი კაცი მიიჩნევა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგულებულ პირად, რომლებიც საკუთარ სამშობლოებში რჩებიან საცხოვრებლად.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ 4,1 მილიონი კაცი თავშესაფარს ითხოვს სხვადასხვა ქვეყანაში.

ამასთანავე აღინიშნება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა 42% არასრულწლოვანია.

ანგარიშის თანახმად, ლტოლვილთა ორი მესამედი ხუთ სახელმწიფოზე მოდის: სირიაზე, ვენესუელაზე, ავღანეთზე, სამხრეთ სუდანსა და მიანმაზე.

ყველა ახალი ამბავი
0