ტრაგედია ექსკურსიაზე: შაორის ტბაზე ფოტოს გადაღებისას მოსწავლე დაიხრჩო

© press-service of the Emergency Management Service of Georgiaმაშველები მდინარეზე
მაშველები მდინარეზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი მაშველებს ტბიდან ამ წუთებში ამოჰყავთ. ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. შაორის ტბაში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მაშველები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
შტორმი შავ ზღვაზე: მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი დედასთან, კლასელებლთან და მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ის სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა. ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა.

ყველა ახალი ამბავი
0