დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო

© AFP 2024 / FREDERICK FLORINსტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„ევროპულმა სასამართლომ ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს, აქ მაინც იზეიმებს სამართალი!" – დაწერა თორნიკე მამალაძემ.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერიც, რომელმაც ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი მოამზადა.

„საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მეექვსე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას", – აცხადებს ჯანდიერი.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2020
პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

ადვოკატის განცხადებით, დღეს იგი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი მამალაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0