პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა, მოხვდებოდა თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის მსჯავრდებული.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტმა თავად განაცხადა. მან სულ ხუთი პატიმარი შეიწყალა.

წმინდა სინოდმა 2019 წლის 31ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება. მისი თქმით, „ეს გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება".

პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
რას აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით

„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე", – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა მთავარი პრინციპით – რომ ამ გადაწყვეტილებით არ შეეწყოს ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას.

საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა, მოხვდებოდა თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის მსჯავრდებული.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

მეუფე ანდრია გვაზავა - Sputnik საქართველო
მეუფე: ეს იყო პატრიარქის მოწყალების ქმედება, მან თქვა, რომ მამალაძე საკმარისად იტანჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმემ კიდევ მეტი რეზონანსი მიიღო, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სია გასაჯაროვდა, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ. ამას ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.

ზურაბიშვილი: ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები>>

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა. მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში. ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

ყველა ახალი ამბავი
0