თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების კონკურსის ჟიურიმ (https://stenincontest.ru), რომელიც მსოფლიოს ტიტულოვანი ფოტოგრაფებისა და ფოტოექსპერტებისგან შედგება, 2021 წლის ლაურეატები გამოაცხადა.
გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურიმ დაახლოებით 4,5 ათასი ნამუშევარი დაათვალიერა. ლაურეატების შორტ-ლისტი კონკურსის რუსულ (http://stenincontest.ru) და ინგლისურ (http://stenincontest.com) საიტებზე გამოქვეყნდა.
შორტ-ლისტში 17 ქვეყნის წარმომადგენლები არიან შესული. მათ შორის: ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, საბერძნეთი, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქეთისა და სხვ. (http://stenincontest.ru). შორტ-ლისტში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა ფოტოგრაფები ინდონეზიიდან, მექსიკიდან და კანადიდან.
2021 წლის კონკურსის ლაურეატების ნამუშევრების თემები ასახავს მოვლენათა ლენტას, რომლებმაც მსოფლიოს ახალი ამბების ტრაფიკები „ააფეთქა“ გასულ წელს. მთავ თემებს შორისაა: მაისის საპროტესტო აქციები მინეაპოლისში, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც აფრიკასა და აზიაში კალიების უდიდეს შემოსევას მოჰყვა, COVID-19-ის პანდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მთელ მსოფლიოში.
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორმა, Россия сегодня-ს ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ოლეინიკმა, 2021 წლის ფოტოების თავისებირებების შეფასებისას განაცხადა:
„გასული წელი, რომლის მოვლენები აისახა კიდეც ჩვენი ლაურეატების ნამუშევრებში, რთული იყო. ამითაც განისაზღვრება ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოების უმეტესობის ნერვი და დრამატულობა. კონკურსის მონაწილეები უბრალოდ კი არ აფიქსირებენ პრობლემას, არამედ მათ სურთ, რომ ფოტოგრაფიის მეშვეობით მნახველი საუბარში გამოიწვიონ, ერთად გააცნობიერონ პრობლემა და ერთად მონახონ მისი გადაჭრის გზები. და ჩვენი აზრით, ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ეს ბრწყინვალედ გამოსდით“.
ვინ მიიღებს ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის მთავარ ჯილდოს - გრან-პრის, და ასევე როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები კონკურსის ნომინაციაში, სექტემბერში გახდება ცნობილი და შედეგები გამოქვეყნდება საიტებზე - stenincontest.ru და stenincontest.com.
კონკურსის გეგმებში ასევე შედის გამარჯვებულების ტრადიციული როუდ-შოუს დაწყება მსოფლიოს ქალაქებში წლის ბოლომდე.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ორგანიზებით იუნესკოს საკითხთა რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა, ნიჭიერი, საზრიანი და ყველაფერ ახლისადმი გახსნილი ფოტოგრაფებისთვის, სადაც ისინი საზოგადოებას ყურადღებას ამახვილებინებენ ადამიანებსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.
2021 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო და ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, Shanghai United Media Group (SUMG), გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალები, საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina, საინფორმაციო სააგენტო News1, ინტერნეტ-პორტალი DBW, ახალი ამბების პორტალი Brasil247.
დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: ჟურნალი National Geographic რუსეთი, პორტალები Russian Photo და Photo-study.ru, ფოტოსკოლა Академия фотографии, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists, ჟურნალი Fotoargenta, ფოტოჟურნალისტიკის კლუბი „ნიუ დელი“, ჟურნალები Enfoque Visual და LF Magazine, საერთაშორისო პარტნიორია ფესტივალი PhotON.