საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასზე ისლანდიას მოუგო

© Facebook / Georgian Tennis Federationსაქართველოს ჩოგბურთის ნაკრენი
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მომდევნო მატჩს А ჯგუფში 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ტურნირი 19 ივნისს დასრულდება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ისლანდიის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო.

პირველები კორტებზე გავიდნენ ალექსანდრე ბაკში და დანიელ სიდალი. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ მეტოქე ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:2 დაემარცხებინა.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გააორმაგა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელმაც ასევე ორ პარტიაში სძლია ეგილ სიგურდსონს – 6:0, 6:3.

ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა საბა ფურცელაძე/ზურა ტყემალაძის დუეტმა, რომელმაც ანტონ მაგნუსონ/დანიელ სიდალის წყვილს მოუგო -  6:3, 6:4.

მომდევნო მატჩს А ჯგუფში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

ტურნირში, რომელიც 19 ივნისამდე გასტანს, თავდაპირველად უნდა ეასპარეზათ რვა ნაკრებს, მაგრამ ლიხტენშტეინის უარის შემდეგ დარჩა შვიდი გუნდი: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ირლანდია.

გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან - ერთში იქნება ოთხი ნაკრები, მეორეში - სამი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეი-ოფში მეორე მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა პირად დაპირისპირებაში იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავლენ.

ყველა ახალი ამბავი
0