თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) გერმანიაში მიმდინარე ჰალეს ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო.
29 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის მეოთხედფინალურ ეტაპზე 20 წლის გერმანელი რუდოლფ მოლეკერი ორ სეტში ანგარიშით 7:6, 7:6 დაამარცხა.
მასპინძელ მოლეკერსა და ნიკოლოზს შორის მატჩი ერთ საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილის ანგარიშზე არცერთი ორმაგი შეცდომა და ხუთი ჩაწოდებული ეისია.
ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანელს ჩოგბურთელს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველი ჩოგანი იანიკ ჰანფმანს შეხვდება, რომელსაც ნიკოლოზთან ჯერ არასდროს უთამაშია. ჰანფმანსა და ბასილაშვილს შორის შეხვედრა 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.