თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს მეორე ეტაპიდან გამოეთიშა.
საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს, 32 წლის ხორვატ მარინ ჩილიჩთან ორ სეტში დამარცხდა ანგარიშით 6:3, 6:2.
29 წლის ქართველისა და გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელის დაპირისპირება 59 წუთს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ოთხი ეისი ჩააწოდა, ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი ჩაწოდება მოწინააღმდეგეს სამჯერ დაუთმო. ამ წყვილის გამარჯვებული ახლა დენის შაპოვალოვსა და ფელიციანო ლოპესს შორის მოგებულს შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში წყვილთა თანრიგშიც იასპარეზა, სადაც ინდოელ დივიჯ შარანთან ერთად გამოდიოდა. წყვილი პირველივე წრეში ურუგვაელი არიელ ბეჰარისა და ეკვადორელი გონზალო ესკობარის დუეტთან ორ სეტში დამარცხდა (6:4, 6:2).