საქართველოს პარლამენტში არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის სტრატეგია განიხილეს

© photo: Sputnik / Alexander Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიექიმთან მიღებაზე
ექიმთან მიღებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ახალი ეროვნული სტრატეგია დეპუტატებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააცნო.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ახალი ეროვნული სტრატეგია, 2021-2025 და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა პარლამენტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც გამყრელიძემ სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
შეზღუდვებისა და აკრძალვების დასაწესებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდება

დოკუმენტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადდა პროექტის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, რომელიც, საქართველოს გარდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთ ქვეყნაში ხორციელდება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, არაგადამდები დაავადებები ავადობის, შრომისუუნარობის და სიკვიდილიანობის მთავარი მიზეზია როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ქვეყანაში საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის.

ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები. რისკის ფაქტორებია თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება.

დოკუმენტი აღწერს პრევენციის მექანიზმებს და მენეჯმენტის პრაქტიკას, განსაზღვრავს მომავალი ხუთი წლის პრიორიტეტებს, იძლევა რეკომენდაციებს და ინტერვენციებს, რომელიც ეფექტური და ხელმისაწვდომია ქვეყნისთვის.

სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, რომლებიც მუშაობენ არაგადამდებ დაავადებათა მართვისა და პრევენციის სფეროში, ასევე პროფესიულმა ასოციაციებმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0