შეზღუდვებისა და აკრძალვების დასაწესებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდება

© photo: Sputnikპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
პირველად შესწორებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, რომელმაც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა, დეპუტატებმა 2020 წლის 22 მაისს დაამტკიცეს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა, შესაძლოა, 2022 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდეს.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2021
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 14 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა.

კანონპროექტის მოქმედების ვადა 2021 წლის 1 ივლისამდეა განსაზღვრული, თუმცა იგეგმება ვადის გაგრძელება პანდემიიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედების ვადა გაგრძელდა, მთავრობას პარლამენტის მხრიდან დარჩება ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც ის შეზღუდვებსა და აკრძალვებს აწესებს.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიარა. მეორე ტალღა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. ამ დროისათვის ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიიდან დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 353 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 339 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 5.048 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0