პარლამენტის წევრის დაპატიმრებას 90 დეპუტატის თანხმობა დასჭირდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
„ქართული ოცნება" საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზეზად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კომპრომისულ შეთანხმებას ასახელებს, რომელსაც 19 აპრილს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაკავების ან სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებისთვის აუცილებელ კვორუმს ზრდის.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
შეზღუდვებისა და აკრძალვების დასაწესებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდება

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5.

მოქმედი რეგლამენტით, აღნიშნულ თანხმობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცვლილებების შეტანის შემდეგ კი თანხმობის მისაღებად პარლამენტის 150 წევრიდან 90-ის თანხმობა იქნება საჭირო.

მმართველი პარტია შესწორებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზეზად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კომპრომისულ შეთანხმებას ასახელებს, რომელსაც 19 აპრილს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0