კომპლექსს ვერ გამიჩენენ - გახარიამ თავისი მოტივაცია ახსნა

© Government of Georgiaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბათუმში თავისი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ოფისი გახსნა და ჟურნალისტებისთვის რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ლიდერმა პარტიის „საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ მისი მოტივაციაა - გააკეთოს ის, რაც მთავრობის მეთაურის პოსტზე ვერ მოასწრო, თანაც ბევრად უკეთესად, სწრაფად და ეფექტურად.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას „სახელმწიფოს ღალატში“ დასდეს ბრალი.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
პრემიერი ექს-პრემიერზე: გახარიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა

„ეს არის ის მოტივაცია, რატომაც ჩვენ ვდგავართ აქ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ (პრემიერობის დროს - რედ.) რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, ელემენტარული მიზეზის გამო – რაც ვერ გავაკეთეთ და ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ, არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ეს განცხადება გააკეთა ბათუმში, თავისი პარტიის „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნაზე. პარტიის რეგიონულ ორგანიზაციას ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს.

გახარიას განცხადებით, ეს პირველი ნაბიჯია პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის კუთხით.

„თბილისის შემდგომ პირველ რეგიონულ ოფისს ბათუმში ვხსნით. ეს არ არის შემთხვევითი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატება განისაზღვრება თბილისის, ბათუმისა და სხვა ქალაქების წარმატებით, ამიტომ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ეს ნაბიჯი“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გახარია: საქართველოში ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

მისი ინფორმაციით, დღესვე პოლიტსაბჭოს პირველი სხდომაც გაიმართა.

„განვიხილეთ ის პრინციპული მიმართულებები, რომლებიც უკვე ავსახეთ ჩვენს პროგრამაში. პროგრამა მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის შემდგომ განვითარებას, რაც მთავარია უსაფრთხოებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0