გახარია: საქართველოში ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

© press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
„ქართულმა ოცნებამ“ პატიოსნად მოიპოვა 48% ბოლო არჩევნებზე, მაგრამ თავისი შედეგის დაცვა ვერ შეძლო, განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ვადამდელი საპარლოამენტო არჩევნები გარდაუვალია, რადგან მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ TV Pirveli-ს ეთერში.

გახარიამ რამდენიმე დღის წინ პარტია დაარსა და „ქართული ოცნება“ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მისი თქმით, „ოცნება“ პარტიულ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს. ამაზე საპასუხოდ მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გახარია „სახელმწიფო ღალატში“ დაადანასაულეს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გახარია ივანიშვილზე: მქონდა დაკავშირების მცდელობა, მაგრამ ეს კავშირი ვერ შედგა

გახარიას განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მომავალ არჩევნებზე რამდენს აიღებს „ქართული ოცნება“ – 43%-ს თუ 48%-ს, რადგან როდესაც „ოცნებამ“ ბოლო არჩევნებზე წმინდად მიიღო 48%, მან ვერ დაიცვა თავისი შედეგი და შემდგომი მოვლენები მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს და ის ამ პრობლემას თავისი შედეგით ვერ გადაჭრის. ამიტომ ვადამდელი არჩევნები მაინც შედგება, განაცხადა გახარიამ.

ამავე დროს გახარიამ უწოდა „ბოდვა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი გადადგომა „ნაცმოძრაობის“ გეგმებს უკავშირდებოდა.

„დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ გადადგა, როდესაც დაინახა ზურგს უკან ინტრიგები და „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მისი ბრძანებების დარღვევის მცდელობები.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური