საქართველოს პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი  კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს  საჯაროდ აიცრა, მეორე დოზით აცრა მას 4-12 კვირის შუალედში უწევდა.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

ვაქცინაციის დროს გადაღებული ფოტო პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-გვერდზე ატვირთა. გარდა ამისა, მან გამოაქვეყნა კოვიდ-ბარათის ფოტო, რომელიც ორჯერად ვაქცინაციას ადასტურებს.

სალომე ზურაბიშვილმა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს ვაქცინის გაკეთებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

პირველ და მეორე დოზებს შორის შუალედში საქართველოს პრეზიდენტი ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშიც იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ მას ვირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

როდის მოვიხსნით პირბადეებს ღია სივრცეებში - ივანე ჩხაიძის პროგნოზი >>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 202.314 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 63.832 ადამიანი. ბოლო 24 საათში აიცრა 5.283 ადამიანი. 

დღეისათვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის 1,6%.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0