როდის მოვიხსნით პირბადეებს ღია სივრცეებში - ქართველი სპეციალისტების პროგნოზი

© Sputnik / STRINGERვაქცინაცია საქართველოში
ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, საქართველოს მოსახლეობის 30-40% ორჯერადად აიცრება აგვისტო-სექტემბერში, ფიქრობს იმუნიზაციის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოში შესაძლოა სექტემბერში პირბადეების ტარება გარე სივრცეებში აღარ იყოს საჭირო, ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, რომელიც გარე სივრცეებში პირბადის ტარებას გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

„30%-40%-ის მიღწევის შემთხვევაში ამ რეკომენდაციის გაცემა უკვე შესაძლებელი იქნება. ჯერ სამწუხაროდ, ჩვენ შორს ვართ ამ ციფრისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

დღეისათვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის 1,6%.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამყრელიძე: საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გადაიარა

მაგრამ, მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის ტემპები და ივლისში მოსალოდნელი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყება ოპტიმისტურ პროგნოზს განაპირობებს.

„ოპტიმისტური პროგნოზით, სექტემბერში, აგვისტოს ბოლოს შესაძლოა მივიღოთ ის 40%-იანი მაჩვენებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ამ მნიშვნელოვანი შეზღუდვის მოხსნის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა ერთი წლის შემდეგ მოხდება.

„ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თავი შევიკაოთ კიდევ 1 წელი. პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება. დისტანცია და წესრიგი უნდა დავიცვათ, დიდი თავყრილობებს თავი ავარიდოთ და ვატაროთ პირბადე, ასევე დავიცვათ სანიტარული ნორმები და აცრები გავიკეთოთ”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, გამყრელიძის თქმით, ოთხი თვის განმავლობაში - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში ოთხი დასახელების ვაქცინის 3,6 მილიონი დოზა შემოვა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ იგეგმება კომენდანტის საათის მოქმედების გადახედვა, რომელიც ქვეყანაში 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებს.

„ამ ეტაპზე ჯერ არ მოიხსნება კომენდანტი, მიმდინარეობს მსჯელობა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით შემსუბუქდეს ან არ შემსუბუქდეს. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
რამდენი დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 202.314 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 63.832 ადამიანი. ბოლო 24 საათში აიცრა 5.283 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0